კადიროვმა უკრაინაში საბრძოლველად, შესაძლოა, 84 ათასი ჩეჩენი გაგზავნოს – უკრაინის „ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი“

უკრაინული მედია უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, შესაძლოა, უკრაინაში საბრძოლველად 84 ათასი ჩეჩენი მებრძოლი გაგზავნოს.

რამზან კადიროვი

ამავე ინფორმაციით, ჩეჩენი მებრძოლები რუსეთის რეგულარული არმიის რიგებში იქნებიან წარმოდგენილი.

„ამიტომ, მარიონეტული რეჟიმი კიდევ უფრო აქტიურად ეცდება გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა ფრონტზე გაგზავნოს ჩეჩნები და რუსეთის ფედერაციის სხვა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც ემსახურებიან პუტინისა და მისი გარემოცვის იდეებს“, – აცხადებენ უკრაინის „ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში“.