„მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა“ – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო 3 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

3 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).