წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა 2 ნოემბერს, ღამით გარდაიცვალა.
პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
გია ხარჩილავა 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
ხარჩილავა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ერთადერთი წარმომადგენელი იყო ოპოზიციაში, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.