ვოლსკი: ნიკა გვარამია რასაც აცხადებს, ეს ახალი არ არის, სახელმწიფო გადატრიალების იდეა უკვე ჰქონდათ და ახლა არის შემდეგი მცდელობა

„ნიკა გვარამია რასაც აცხადებს, ეს ახალი არ არის, სახელმწიფო გადატრიალების იდეა უკვე ჰქონდათ, „კარვების ქალაქით“ კი უნდათ ეს საკითხი როგორმე წინ დაიძრას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატი

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და იყო ცალკეული გადაცდომები.

„ვერანაირი სხვა გეგმა ვერ დაიდება, რადგან ყველანაირად გამტყუნდა ის მოსაზრებები და ტყუილები, რომლებითაც საზოგადოების გამოკვება უნდოდათ. არ მომხდარა გაყალბება, იყო ცალკეული გადაცდომები, გამოძიება მიმდინარეობს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მხრიდან დაშვებულ გადაცდომებზე.

ნიკა გვარამია რასაც აცხადებს, ეს ახალი არ არის, სახელმწიფო გადატრიალების იდეა ჰქონდათ უკვე დიდი ხანია, წლები ვერ მოახერხეს, 2019 წელს, 2020 წელს, 2021 წელს და ახლა არის შემდეგი მცდელობა“, – აცხადებს გია ვოლსკი.