აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, შესაძლოა, არჩევნების ღამეს არ დასახელდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან კანდიდატები გადამწყვეტ შტატებში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ სანდო პროგნოზის გასაკეთებლად, პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა უნდა იყოს.
შესაბამისად, ყველა ხმა უნდა დაითვალონ, ვიდრე გამარჯვებული გამოვლინდება. ამ პროცესს შეიძლება დღეები დასჭირდეს.
ამერიკული მედია წერს, რომ თუკი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რაიმე მინიშნებას წარმოადგენს, შესაძლოა დღეები დასჭირდეს გამარჯვებულის გამოვლენას.