მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ 54.47%-ით იმარჯვებს

მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ხმათა 98%-ის დათვლის შემდეგ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს.

მაია სანდუ

მოლდოვის ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ იმარჯვებს ხმათა 54.47%-ით. მის კონკურენტს, ალექსანდრე სტოიანოგლოს ხმათა 45.53% აქვს.

ბიულეტენების 100 პროცენტია დათვლილი მოლდოვის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ალექსანდრე სტოიანოგლოს, რომელმაც 51.19% მიიღო, სანდუმ კი 48.81% დააგროვა. თუმცა, სანდუს უპირატესობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახსნილ უბნებზე დაფიქსირებულმა შედეგებმა.

ამ ეტაპზე საზღვარგარეთ გახსნილი უბნების 81.82% დათვლილი, სადაც სანდუმ ხმების 81.89% მიიღო, ხოლო სტოიანოგლომ 18.11%.