სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ არ დააკმაყოფილა სლოვაკეთის მოქალაქეების მოთხოვნა უკრაინის ჯარში მსახურების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, საუბარია ოთხ მოთხოვნაზე, რომელიც სლოვაკეთის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის ივნისიდან მიიღო, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთში, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე უცხოურ ჯარში მსახურება სისხლის სამართლის დანაშაულია, რისთვისაც დამნაშავეს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საპრეზიდენტო კამპანიის დროს პელეგრინიმ მხარი დაუჭირა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პოზიციას სახელმწიფო რეზერვიდან უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.