„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს, კერძოდ კარვების გაშლის თემას ეხმიანება. როგორც ქადაგიძე წერს, ოპოზიციისათვის მადლი იქნება მათ მოქმედების არეალი მოუხაზო და სახელმოფოობანას თამაშის უფლება მისცე.
ექსპერტის აზრით, ამის შესაძლებლობა მათ ბედნიერს გახდის.
„რა მადლია ამათთვის – შემოაკავო, გადატიხრო, ყველას თავისი ბაგა მისცე, ჭრელი ბრეზენტი გადააფარო და აუნთო შუქები. ხომ იქნებიან ბედნიერები, ითამაშებენ სახელმწიფოობანას, ააშენებენ ქვიშის დემოკრატიას, იტანტალებენ კინეტიკურ სილაში ლიბერალიზმით გაჟღენთილები და იქნებიან ბედნიერები…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.