აშშ-ის კომპანიის წარმომადგენლებს რუსეთში აკრძალული ტექნოლოგიების ექსპორტში ადანაშაულებენ და 20 წლამდე პატიმრომა ემუქრებათ

ამერიკული კომპანია Eleview International Inc-ს და მის ორ ხელმძღვანელს რუსეთში მილიონობით დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტში ედებათ ბრალი. 54 წლის ოლეგ ნაიანდინმა და 39 წლის ვიტალი ბორისენკომ ვიწჯინიის სასამართლოს წინაშე ჩვენება მისცეს. მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ვირჯინიის გენერალური პროკურორის თანაშემწის, მეთიუ ოლსენის თქმით, ამ პირებმა შექმნეს დანაშაულებრივი სქემები, რათა საექსპორტო შეზღუდვებს თავი აარიდონ.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემები და ტექნოლოგიები გადაეცეთ იმათ, ვინც მათ შემდეგ აშშ-ის და მისი გლობალური პარტნიორების წინააღმდეგ იყენებს“, – განაცხადა აღმოსავლეთ ოლქის პროკურორმა ჯესიკა აბერმა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს ონლაინ-მაღაზია ჰქონდათ გახსნილი, სადაც რუსი კლიენტები შეკვეთებს აკეთებდნენ. ტვირთები ჩადიოდა კომპანია Eleview-ის საწყობში ვირჯინიის შტატში, ხოლო შემდეგ მათ თურქეთში, ფინეთში და ყაზახეთში აგზავნიდნენ. ეს ქვეყნები მითითებული იყო, როგორც ტვირთის საბოლოო ადრესატები. სინამდვილეში კი ნაიანდინმა და ბონდარენკომ იცოდნენ, რომ ეს ტვირთები საბოლოოდ რუსეთში აღმოჩნდება.

ამ გზით თურქეთში 1,48 მლნ აშშ დოლარის ტელესაკომუნიკაციო აღჭურვილობა გააგზავნა და მან იცოდა, რომ თურქეთიდან ტვირთი რუსეთში ჩავიდოდა. ამ მოწყობილობების დახმარებით, რუსულმა ძალებმა კავშირგაბმულობის სისტემები გააუმჯობესეს.

მეორე სქემის მიხედვით, Eleview ტვირთებს აგზავნიდა ფინეთში „ყალბ საბოლოო ადრესატს“. ამ შემთხვევაში რუსულმა მხარემ ფინეთის გავლით დრონი-კამიკაძეების საწარმოებლად აუცილებელი ელექტრონული კომპონენტები მიიღო. ამ შემთხვევაში ექსპორტირებული საქონლის მოცულობამ 3,45 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მესამე სქემით, საქონელი, რომელზეც სანქციები ვრცელდება, ყაზახეთში იგზავნებოდა და იქიდან რუსეთში ხვდებოდა.