პესკოვი: კიევის რეჟიმი და დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო მეტად ცდილობენ უკრაინის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას და მასში სამხრეთ კორეის ჩართვას

„კიევის რეჟიმი და დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო მეტად ცდილობენ უკრაინის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას და მასში სამხრეთ კორეის ჩართვას“, – ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი

„რა თქმა უნდა, როგორც კიევის რეჟიმი, ასევე ბევრი ევროპული ქვეყანა მზად არის და ბევრს აკეთებს, რათა გააგრძელოს უკრაინის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის პროცესი და ჩაერთოს უფრო და უფრო მეტი ქვეყანა. კიევის რეჟიმის ჩათვლით, ცდილობენ კონფლიქტში სეული ჩართონ. ჩვენ ამას თვალყურს ვადევნებთ“, – აცხადებს პესკოვი.