კრემლი მოლდოვაზე: „ეს არჩევნები არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. სავსე იყო მანიპულაციებით“

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვი განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიას მოლდოვაში არ შეიძლება დემოკრატიული და სამართლიანი ეწოდოს.

რუსეთი უკრაინის დასავლეთ რეგიონებში „სახალხო რესპუბლიკების“ შექმნას გეგმავდა

როგორც პესკოვმა ბრიფინგზე აღნიშნა, კენჭისყრის დროს იყო ბევრი მანიპულაცია.

„ეს არჩევნები არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. სავსე იყო მანიპულაციებით“, – აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. მაია სანდუმ გამარჯვება ხმების 55.33 %-ით მოიპოვა.