კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ დაპოსტა.
მისი თქმით, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვას მაგისტრატ მოსამართლესთან გაივლის.
მამუკა ხაზარაძის შემდეგ, გენერალურ პროკურატურაში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ- ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც დაიბარეს.