სიკორსკი: ნატომ შესაძლოა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება განიხილოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ნატოს ძალების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობის შესახებ კომპლექსური დისკუსიები მიმდინარეობს, კერძოდ, თავდაცვის უფლების საზღვრების საკითხთან დაკავშირებით.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„გვაქვს თუ არა უფლება, ჩამოვაგდოთ ასეთი რაკეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ჩვენს საზღვრებს გადაკვეთს? – ამაში ეჭვი არ არსებობს, მაგრამ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს ის, რაც პერევოდივში მოხდა. ნამსხვრევებმა შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დაზიანება, ტრავმა, ან სიკვდილიც კი“, – განუმარტა მან TVN24-ს.

ამასთან, სიკორსკის თქმით, უკრაინის წინადადებასთან დაკავშირებით შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები იყოს. სავარაუდოდ, ნატოს მინისტრები ამ თემას მომავალ შეხვედრაზე კვლავ დაუბრუნდებიან.

„ეს ჩვენს მოკავშირეებს შორის შეთანხმებისა და განხილვის საკითხია. ჩვენ ახლა გვყავს ნატოს ახალი გენერალური მდივანი და მომავალ კვირას გაიმართება ნატოს მინისტრების შემდეგი შეხვედრა. შესაძლოა, ეს თემა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ნაწილი გახდეს“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.