უკრაინის არმიამ შესაძლოა, დონბასის 20 სოფლიდან უკან დაიხიოს – BILD-ის ანალიტიკოსი

უკრაინის არმიას დონეცკის ოლქში სრულ იზოლაციაში მოქცევა ემუქრება და ამის თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა დონბასის 20 სოფლიდან უკან დახევა მოუხდეს. ამის შესახებ BILD-ის სამხედრო ანალიტიკოსი იულიან რიოპკე იუწყება. მისი თქმით, ფრონტის ამ მონაკვეთში რუსები ორი მხრიდან ცდილობენ წინსვლას.

რუკა

როგორც BILD ანალიტიკოსზე დაყრდნობით წერს, ამის გამო, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კურახოვოს გასწვრივ რუსული ჯარების გარემოცვაში მოქცევა ემუქრებათ, თუ უკან არ დაიხევენ.

„რუსულმა არმიამ ონეცკის ოლქის სოფელი მაქსიმოვკა აიღო. უკრაინას ამ ტერიტორიაზე არ გააჩნია რეზერვები და თავდაცვის „მეორე“ ხაზი. უკრაინის არმია, სავარაუდოდ, იზოლაციაში მოქცევის საფრთხეს კიდევ ერთი მასშტაბური უკან დახევით აიცილებს სოფელ ანდრეევკას სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 20 დასახლებული პუნქტიდან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.