ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბებს თუ უს­მი­ნეთ, მიხ­ვდე­ბო­დით, რა სქე­მებ­ზე­ცაა სა­უ­ბა­რი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა და­ი­დე­ბა, ჩვენ ამა­ზე ვმუ­შა­ობთ

“კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ წევ­რმა თენ­გო თევ­ზა­ძემ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმართველი ზედაფენის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის “ოც­ნე­ბის“ სქე­მა­ზე და კა­რუ­სელ­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი.

“კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში (4 ნოემბერი) თევზაძე ამტკიცებს:

“იყო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კა­რუ­სე­ლი, რი­თაც “ოც­ნე­ბამ“ და­ახ­ლო­ე­ბით 300 ათას­ზე მეტი ხმა მო­ი­პა­რა. არ მჯე­რა და ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს იმას, რომ აქ­ტი­ვო­ბა 300 ათა­სით გა­ი­ზარ­და და ყვე­ლა ხმა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­კენ“ წა­ვი­და. ასე­ვე, ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს იმას (და ამა­ზე “ჰა­რის X“ და “ედი­სონ რი­სერ­ჩის” სტა­ტის­ტი­კო­სე­ბიც სა­უბ­რო­ბენ), რომ ამ მას­შტა­ბის თა­ნა­ბა­რი მა­ტე­ბა აქვთ სა­შუ­ა­ლოდ ყვე­ლა უბან­ზე. შე­იძ­ლე­ბა ნო­მერ მე­ო­რე უბა­ნი წა­ა­გო, ნო­მერ მე­სა­მე მო­ი­გო, ეს არ­ჩევ­ნე­ბია და შე­საძ­ლე­ბე­ლია. არა, მათ თა­ნა­ბა­რი მა­ტე­ბა აქვთ ყვე­ლა უბან­ზე, რაც ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა… ამას ყვე­ლა გა­მოც­დი­ლი სტა­ტის­ტი­კო­სი ამ­ბობს. “ოც­ნე­ბამ“ ზუს­ტად იცის, რომ მე ამის შე­სა­ხებ ზუს­ტად ვიცი და ამას მოჰ­ყვა ყვე­ლა­ფე­რი, თო­რემ ისი­ნი ძა­ლი­ან კარ­გად მიც­ნო­ბენ ვინ ვარ, დიდი ხა­ნია, ოპო­ნენ­ტე­ბი ვართ. უბ­რა­ლოდ, მათ მწა­რედ მოხ­ვდათ ეს ამ­ბა­ვი.

ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბებს თუ უს­მი­ნეთ, მიხ­ვდე­ბო­დით, რა სქე­მებ­ზე­ცაა სა­უ­ბა­რი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა და­ი­დე­ბა, ჩვენ ამა­ზე ვმუ­შა­ობთ. ჩვე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი, რა თქმა უნდა, შე­ზღუ­დუ­ლია და ასე­თი ჩა­რე­ვე­ბი, რაც მათ გა­ა­კე­თეს, 1 კვი­რა­ში ვერ გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა.

ვმუ­შა­ობთ და ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სრუ­ლად მი­ე­წო­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას და ყვე­ლას. მარ­თა­ლია, არ მაქვს პრო­კუ­რა­ტუ­რის იმე­დი, გან­სა­კუთ­რე­ბით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში, უბ­რა­ლოდ, ისი­ნი სა­მარ­თლებ­რივ ნა­წილ­ში უნდა არ­სე­ბობ­დეს. რო­დე­საც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­იკვრე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაწ­ვდით, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ასე­ვე, ად­გი­ლობ­რივ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს იმის­თვის, რომ მო­მა­ვალ­ში ამ სა­კი­თხზე ჩა­ტარ­დეს გა­მო­ძი­ე­ბა.

თით­ქმის უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ამას დრო სჭირ­დე­ბა. აშშ-ც კი, როცა არ­ჩევ­ნებ­ში სხვა ქვეყ­ნის ჩა­რე­ვა­ზე იყო ლა­პა­რა­კი, ამის გა­მო­ძი­ე­ბა-დამ­ტკი­ცე­ბას 7-8 წელი მო­უნ­დნენ. ჩვენ ამ­დე­ნი ხანი არ დაგ­ვჭირ­დე­ბა, ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ან­გა­რი­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­ი­დე­ბა. მთა­ვა­რი, რა­საც მე ველი ისაა, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და­ი­ჯე­როს გა­მარ­ჯვე­ბის და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გიც აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა. უბ­რა­ლოდ, არ მჯე­რა, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში გა­მო­ძი­ე­ბას ექ­ნე­ბა შე­დე­გი და რა­ი­მე ტი­პის გა­მო­ძი­ე­ბას აღი­ა­რებს უმ­რავ­ლე­სო­ბა. თუ ვინ­მეს სჯე­რა, ღმერ­თმა გა­უ­მარ­ჯოს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, “ოც­ნე­ბა“ არ­ჩევ­ნებს არ ატა­რებს, შე­დე­გებს არ აღი­ა­რებს და გა­მო­ძი­ე­ბას რო­გორ აღი­ა­რებს? მე მჯე­რა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და­იბ­რუ­ნებს გა­მარ­ჯვე­ბას.

მდი­ნა­რა­ძეს, კა­ლა­ძეს და ვი­ღა­ცებს არ ვთვლი ჩემს სა­პირ­წო­ნედ, არც სა­პა­სუ­ხოდ ვთვლი, უბ­რა­ლოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. ხე­დავთ, რომ მათ არც ვე­პა­სუ­ხე­ბი იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა წერა-კი­თხვა ის­წავ­ლეს 25 წლის ასაკ­ში, კა­ლა­ძემ ის არ იცის, რამ­დე­ნი ასოა ან­ბან­ში და რა პა­სუ­ხი გავ­ცე? არც ვა­პი­რებ პა­სუ­ხის გა­ცე­მას, ახლა ჩემი გა­შა­ვე­ბა სულ არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი დგას სა­პირ­წო­ნედ და ახლა თენ­გოს “აშა­ვე­ბენ“ თუ არა პრო­პა­გან­დის­ტე­ბი, ეს ჩემი აზ­რით, ხალ­ხის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის”.