5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგად, როდესაც სენატის ერთი მესამედის და წარმომადგენელთა პალატის მთელი შემადგენლობის არჩევა ხდება, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ სენატში უმრავლესობა დაიბრუნა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
„რესპუბლიკელები“ სენატში სულ მცირე 51 ადგილს იღებენ. „რესპუბლიკური პარტიის“ სენატის კანდიდატებმა დასავლეთ ვირჯინიაში და ოჰაიოში გაიმარჯვეს. 7 შტატის შედეგი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ შვიდი შტატიდან სამში ან ოთხში მოიგებს.
აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში – სენატში, სულ 100 ადგილია. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სენატის ერთი მესამედის არჩევა ხდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში პალატაში უმრავლესობას „დემოკრატები“ ფლობდნენ.
რაც შეეხება კონგრესის ქვედა პალატას – წარმომადგენელთა პალატას, იქ უმრავლესობას აქამდე „რესპუბლიკელები“ ფლობდნენ. ამჯერად 435 ადგილიდან 194 „რესპუბლიკელებმა“ აიღეს, ხოლო 176 – „დემოკრატებმა“. 65 ადგილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.