FT-ს ბრიუსელის ბიუროს უფროსი: დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის არცერთ ლიდერს არ სურს ხვალ, ბუდაპეშტში საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხის განხილვა

გამოცემა The Financial Times-ის ბრიუსელის ბიუროს უფროსის ჰენრი ფოის ცნობით, ევროკავშირის არცერთ ლიდერს არ სურს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ხვალ ბუდაპეშტში ვახშამზე განიხილოს.

ჰენრი ფოი

„დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის არცერთ ლიდერს არ სურს საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხის განხილვა ხვალ ბუდაპეშტში ვახშამზე“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბუდაპეშტში გასამართ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს საქართველოს არჩევნების საკითხი უნდა განეხილათ.