გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
მისი თქმით, გერმანია და აშშ წარმატებულად მუშაობენ კეთილდღეობისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის.
„ვულოცავ დონალდ ტრამპს ამერიკის პრეზიდენტად არჩევას. გერმანია და აშშ, დიდი ხანია, წარმატებულად მუშაობენ ატლანტიკის ორივე მხარეს კეთილდღეობისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ“, – წერს ოლაფ შოლცი.