აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება, – ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას.
„აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ უზარმაზარ გამარჯვებას ვულოცავ! ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან საჭირო გამარჯვებაა“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.