დიდმა ბრიტანეთმა ნაწილობრივ აღიარებული სამხრეთ ოსეთის ყოფილ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს ე. წ. სანქციები დაუწესა. როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ბიბილოვი “დასანქცირებულია” უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვის.
“ბიბილოვი მონაწილეობს ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, რაც ძირს უთხრის, ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტის დასაბუთებაში.
ცნობისთვის, ბიბილოვი ამჟამად დონბასში, უკრაინის ფაშისტური რეჟმის წინააღმდეგ, რუსეთის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს.