ესპანეთის პოლიციამ 13 ტონა კოკაინი ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული რაოდენობაა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
პოლიციამ კოკაინის პარტია ბანანის კონტეინერში აღმოაჩინა, რომელიც ეკვადორიდან ესპანეთის პორტ ალხესირასში ჩავიდა. ბანანების პარტია ესპანელ იმპორტიორს უნდა მიეღო, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ეკვადორიდან ხილის იმპორტით არის დაკავებული.
პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა და კიდევ ორის დაკავების ორდერი გასცა.
აქამდე კოკაინის ყველაზე მსხვილი პარტია ესპანეთში 2023 წელს (9,4 ტონა) და 2018 წელს (8,7 ტონა) იყო ამოღებული.
ოპერაცია ესპანეთის და ეკვადორის პოლიციამ ერთობლივად ჩაატარეს.