დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის კომუნიკაცია გამორიცხული არ არის.
„ეს გამორიცხული არ არის. ხომ თქვა, რომ ინაუგურაციამდე პუტინს დაურეკავდა. ეს მისი სიტყვებია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან კონტაქტი არ ჰქონია და ასევე, აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან დაკავშირებას არ გეგმავს.
საუბრისას ჟურნალისტებმა კრემლის წარმომადგენელს ჰკითხეს, დაუკავშირდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტრამპის შტაბს არჩევნების შემდეგ.
”არა, რატომ უნდა დავუკავშირდეთ?” – კითხვა შეაბრუნა პესკოვმა.
პესკოვმა უპასუხა შეკითხვას რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლო შესაძლებლობის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული.
„ყოველი შეხვედრის მიღმა ბევრი სამუშაოა ექსპერტების დონეზე და ჯერ კიდევ ნაადრევია, ვისთან უნდა ვიმუშაოთ? ტექნიკურად არსებობს კომუნიკაციიის არხები, მაგრამ მათ არ გააჩნიათ შინაარსობრივი დატვირთვა“, – განაცხადა მან.