უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ „სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ“. ამის შესახებ მან X (Twitter)-ზე დაწერა.
ორბანმა თქვა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპს პირველად ესაუბრა.
„ახლახან მქონდა პირველი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არჩევნების შემდეგ. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს მომავლისთვის!“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.