უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ RBC-Ukraine Reuters-ზე დაყრდნობით იტყობინება.
ეს მისი პირველი ვიზიტია უნგრეთში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკის ვიზიტი ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიწვევით მიმდინარეობს, როდესაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.
დახვედრის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტი ჟურნალისტებს არ ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ პრესისთვის კომენტარს შეხვედრების შემდეგ გააკეთებს.