უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და მას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„მშვენიერი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და მას ისტორიული და დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცე, რაც მისი შთამბეჭდავი კამპანიის წყალობით შესაძლებელი გახდა.
ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა. აშშ-ის ძლიერი და მტკიცე ხელმძღვანელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობისთვის“, – წერს ზელენსკი.