ზურაბ ქადაგიძე „Edison Reserch“-ზე : როგორც „ქართულ ოცნებას“ უყალბებდა კვლევებსა და გამოკითხვებს, ასეთივე მცდელობა ჰქონდათ ამერიკაშიც

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება „Edison Reserch“-ის მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებს, რომელიც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩატარდა.

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე

„Edison Reserch“-ის თანახმად, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის, პროცენტული უპირატესობა კამალა ჰარისს ჰქონდა.

ქადაგიძის განცხადებით, როგორც „ქართულ ოცნებას“ უყალბებდა კვლევებსა და გამოკითხვებს „Edison Reserch“, ასეთივე მცდელობა ჰქონდათ ამერიკაშიც.

„თევზი თავიდან ყროლდებაო და, აი, ოპოზიციის ნაქები „Edison Reserch“-ის შედეგები. როგორც „ქართულ ოცნებას“ უყალბებდა კვლევებსა და გამოკითხვებს, ასეთივე მცდელობა ჰქონდათ ამერიკაშიც. მოკლედ, ბიჭიან-ბატონიანად აყროლდნენ ლიბერალი ფაშისტები მსოფლიო მასშტაბით,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.