დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან საუბარზე – ვფიქრობ, ვისაუბრებთ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებითი, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა საუბარს არ გამორიცხავს, – ინფორმაციას NBC ავრცელებს.

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან საუბარზე - ვფიქრობ, ვისაუბრებთ

„ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

NBC წერს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომს დაასრულებდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს, მაგრამ არ ურეკავს, ვინაიდან, „რაღაც ეტაპიდან“ დასავლელმა ლიდერებმა თავად გაწყვიტეს კონტაქტები. მისივე თქმით, თუ დასავლეთიდან იქნება კონტაქტების აღდგენის სურვილი, რუსეთს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინი ტრამპთან დისკუსიებისთვის, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მას ინაუგურაციამდე დაურეკავს და შეხვედრას შესთავაზებს, პუტინმა უპასუხა: “მზად ვართ, მზად ვართ”.