გერმანელების ნახევარზე მეტმა კოალიციის დაშლის შესახებ ცნობის შემდეგ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას უჭერენ მხარს, – ამის შესახებ „შპიგელი“ იუწყება.
Infratest-Dimap-ის მიერ ARD Deutschlandtrend-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 65%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების რაც შეიძლება მალე ჩატარებას. გერმანელების 33% მიიჩნევს, რომ არჩევნების ჩატარების უკეთესი ვადაა მარტი, როგორც ამას კანცლერი ოლაფ შოლცი გეგმავს.
ამავე გამოკითხვამ აჩვენა, რომ თუ არჩევნები დაუყოვნებლივ ჩატარდება, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ შეუძლია ხმების 34% მიიღოს, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 18%, შოლცის სოციალ-დემოკრატებს კი -16%, „მწვანეებს“ – 12%, სარა ვაგენკნეხტის ალიანსს – 6% „თავისუფალი დემოკრატები“ ამჯერად 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავდნენ.
Wahlen-ის კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების 30% მხარს უჭერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მარტში, მაგრამ 54% მხარს უჭერს, რომ ეს მოხდეს უფრო ადრე.