რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა რუსეთის 300 მილიარდი დოლარის აქტივების ჩამორთმევის მოთხოვნის საპასუხოდ უკრაინის მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქონების კონფისკაციას ურჩევს.
„იქნებ უკრაინელებმა უბრალოდ უნდა ჩამოართვან ზელენსკის და მასთან დაახლოებულ პირებს – პოროშენკოს, იაცენიუკის, კოლომოისკის, კლიჩკოს, ავაკოვს და სხვა ქურდებს ქონება. მერწმუნეთ ცოტა არ იქნება. ამ ხალხმა უკრაინის სახელმწიფოებრიობა კოლაფსამდე მიიყვანა, გაყიდეს ქვეყანა, მოკლეს უდანაშაულო ადამიანები“, – აცხადებს ზახაროვა.
მისივე თქმით, „ევროკავშირმა იცის, როგორ დასრულდება ეს. {რუსეთის ფედერაციის აქტივების კონფისკაცია}
„გულწრფელად გავაფრთხილეთ, რომ ეს ძალიან მტკივნეული იქნება“, – აცხადებს ზახაროვა.
როგორც რუსული მედია წერს, საერთო ჯამში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ G7-ის ქვეყნებში და ევროკავშირში 280 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები რუსული აქტივებია დაბლოკილი.