უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი თქმით, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მშვიდობიანი ინიციატივები ოფიციალურ კიევს ჯერ დეტალურად არ განუხილავს.
თუმცა, როგორც ზელენსკიმ ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ომის სწრაფ დასრულებაში, რაც ტრამპის დაპირება იყო, აუცილებლად იგულისხმება გარკვეულ დანაკარგები უკრაინისთვის.
ზელენსკის თქმით, ტრამპს, მისი აზრით, მართლა უნდა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სწრაფი გადაწყვეტის გამონახვა.
„უნდა – ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე გამოვა. აქ საყვედურებით არ ჩამოვსულვარ, უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ იქ ვართ, სადაც ვართ – რუსებს ვეომებით. ეს ფაქტია. ის ამ საუკუნის ყველაზე რთული მტერია. ჩვენ ომის სამართლიანი დასრულება გვინდა. დარწმუნებული ვარ, რომ ომის სწრაფი დასრულება – ეს დანაკარგებს გულისხმობს. ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია პრეზიდენტ ტრამპთან. ვთვლი, რომ ის მთელ გუნდთან ერთად მოემზადება ამ თუ სხვა შეთავაზებისთვის. ყველაფერი წინ არის. ჩემთვის ერთი ის არის გასაგები, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი – თუ ეს ძალიან სწრაფი „დასრულებაა დასრულების გულისთვის“… ჩვენ ძალიან გვინდა დასრულება, ოღონდ სამართლიანი“, – ამბობს ზელენსკი.