პუტინი ტრამპზე: ის გაბედული და მამაცი აღმოჩნდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და მას „მამაცი და გაბედული ადამიანი“ უწოდა.

ტრამპი და პუტინი

პუტინის თქმით, მკვლელობის მცდელობის დროს ტრამპის საქციელმა მასზე შთაბეჭდილება მოახდინა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მისმა {ტრამპი} საქციელმა მკვლელობის მცდელობის დროს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის გაბედული და მამაცი ადამიანი აღმოჩნდა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ტრამპს მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ყველა მხრიდან ავიწროებდნენ.

„როგორც ჩანს, მას ყველა მხრიდან დევნიდნენ, გადაადგილების საშუალება არ მისცეს, ეშინოდათ ყველა მისი ნაბიჯის გადადგმის…“, – აღნიშნა პუტინმა.