რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ამის შესახებ მან ვალდაის სადისკუსიო კლუბში“ ისაუბრა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მას {დონალდ ტრამპს} პრეზიდენტად არჩევა მივულოცო. მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ სახელმწიფოს მეთაურთან, რომელსაც ექნება ამერიკელი ხალხის ნდობა.
თუ რომელიმე მათგანს, დასავლეთის ლიდერებს, სურთ კონტაქტების განახლება, ყოველთვის ვამბობდი და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მოდით, კონტაქტები განვაახლოთ და დისკუსიები გავაგრძელოთ“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.