17 წლის მოზარდმა დედა მოკლა – ოჯახის 4 წევრი კი დაჭრა

თურქეთში, ფათიჰის რაიონში არასრულწლოვანმა დედა მოკლა და ოჯახის 4 წევრი დაჭრა.

სასწრაფო

როგორც მედია წერს, 17 წლის გოგოს მამა, ბიძა, მამიდა და ბაბუა მძიმედ არიან დაშავებულები. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე ცნობით, 17 წლის ბრალდებულმა სამზარეულოს დანით მძინარე დედა, ნილაი ჩობანი მოკლა, შემდეგ კი, იმავე იარაღით, ოჯახის სხვა წევრებს დაესხა თავს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამედიცინო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

ბრალდებული, რომელიც ამბობს, რომ ფსიქიკური აშლილობა აქვს პოლიციამ დააკავა.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.