როგორ მისცა ხმა საქართველომ გაეროს ანტიფაშისტურ რეზოლუციას და რას ნიშნავს ეს

გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა მიიღო რუსეთის მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია „ნაციზმის განდიდებასთან ბრძოლის შესახებ“. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 116-მა სახელმწიფომ, 54 წინააღმდეგი წავიდა, 11-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს: აზერბაიჯანმა, ალჟირმა, სომხეთმა, ბელარუსიამ, ბრაზილიამ, ჩინეთმა, სერბეთმა, ბოლივიამ, ურუგვაიმ, ისრაელმა, ვიეტნამმა, საუდის არაბეთმა, არაბულმა გაერთიანებულმა საამიროებმა და სხვებმა. წინააღმდეგ ხმა მისცეს დასავლეთის ბლოკის ქვეყნებმა, მათ შორის ჩვენმა „მეგობრებმა“ „ლატვა-ლიტვამ“ და ესტონიამ, სანდუს მოლდავეთმა და სხვებმა. რა თქმა უნდა, რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა შორისაა ფაშისტური უკრაინა და მდიდარი ფაშისტური ისტორიის მქონე უნგრეთიც.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის თანაავტორებად, რუსეთთან ერთად, ჩვენი უშუალო მეზობლები – აზერბაიჯანი და სომხეთი გამოვიდნენ, ტაჯიკეთთან, უზბეკეთთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, ჩინეთთან, ყაზახეთთან და კიდევ სხვა არაერთ სახელმწიფოსთან ერთად.

რა წერია დოკუმენტში?

რეზოლუცია 74 პუნქტისგან შედგება და კერძოდ, მოითხოვს, მიღებულ იქნას ზომები, მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვის მცდელობების საწინააღდეგოდ. ასევე, რეზოლუციის ავტორები ითხოვენ ნაცისტური რეჟიმისა და მისი მოკავშირეების „ნებისმიერი სახის საზეიმო პატივისცემის“ აკრძალვას.

სად არის საქართველო?

რა თქმა უნდა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ არის და, შესაბამისად, ანტიფაშისტური რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

რას მოასწავებს ეს?

საქართველოს თავგამოლაყებული ხელისუფლება აგრძელებს მარაზმის რეჟიმში ყოფნას და რუსეთთან და დასავლეთთან ერთდროულ ოპონირებას. ხელისუფლება, რომლიც ლეგიტიმურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ასე არ უნდა იქცეოდეს, მაგრამ ამ ხელისუფლების დამტირებლების რიგში არც ღირს ჩადგომა. მოსახდენი უნდა მოხდეს და მოხდება კიდეც.