თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან მილანში მიფრინავდა, კომუნიკაციის ხარვეზის გამო თბილისის აეროპორტში დაბრუნდა – დეტალები

ავიაკომპანია „აირზენას“ თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც თბილისიდან მილანში უნდა გაფრენილიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.

თვითმფრინავი

მანამდე, საჰაერო ხომალდი საწვავის დასაცლელად დედაქალაქის თავზე დაფრინავდა.

როგორც Newshub.ge-ს „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესსამსახურში განუცხადეს, თვითმფრინავს კომუნიკაციის მცირე ტექნიკური ხარვეზი შეექმნა დისპეტჩერთან.

„თვითმფრინავი უკვე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მას შემდეგ, რაც ხარვეზი გამოსწორდება, რეისი შესრულდება“, – აცხადებენ “ჯორჯიან ეარვეისში”.

რეისის შესრულების დრო ჯერჯერობით უცნობია.