ერაყში, გოგონებისთვის ქორწინების ასაკის 18 წლიდან 9 წლამდე შემცირება იგეგმება, რის შემდეგაც კაცებს მცირეწლოვნებზე დაქორწინების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნულის შესახებ nypost-ი წერს.
შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება ასევე ართმევს ქალებს განქორწინების, ბავშვის მეურვეობისა და მემკვიდრეობის უფლებას.
ერაყის პარლამენტში, უმრავლესობა კონსერვატიული შიიტური მუსლიმური პარტიების კოალიციას აქვს, მათი განმარტებით საკანონმდებლო ცვლილებები ახალგაზრდა გოგონების „ამორალური ურთიერთობებისგან“ დაცვას ისახავს მიზნად.
188-ე კანონში შესატანი ცვლილება მეორე მოსმენით 16 სექტემბერს მიიღეს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შიიტური პარტიები ერაყში ცდილობდნენ პირადი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას – მისი შეცვლის მცდელობები ჩაიშალა 2014 და 2017 წლებში, ძირითადად ერაყელი ქალების პროტესტის გამო“, – წერს უცხოური მედია.
ექსპერტები და აქტივისტები ამბობენ, რომ ცვლილება ფაქტობრივად გაანადგურებს ქალთა ყველაზე მნიშვნელოვან უფლებებს ქვეყანაში.
ერაყში უკვე მაღალია ბავშვთა ქორწინების მაჩვენებელი. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, ერაყში ქალების დაახლოებით 28% 18 წლისაა დაქორწინებული.