ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ჯარები შეიძლება განთავსდეს უკრაინაში, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეამცირებს კიევისთვის სამხედრო დახმარებას.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა განმარტა, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა მომავალში დიდ ხარჯებს გამოიწვევს ბრიტანეთისთვის.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს თამაშობს რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებისთვის საფრთხის თავიდან აცილებაში.
„ამას იმ ხალხისთვის ვამბობ, ვინც ფიქრობს, რატომ ვუჭერთ მხარს უკრაინელებს? რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას ნამდვილად ძირს გამოუთხრის აღორძინებული რუსეთი, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის სხვადასხვა ნაწილს“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
მისი თქმით, უკრაინაში ბრიტანული ჯარების გაგზავნა იქნება „გონივრული ინვესტიცია“.
მას, ასევე, აქვს იმედი, რომ ტრამპი არ დატოვებს უკრაინას.