რუსეთის არმიამ უკრაინის დედაქალაქს რაკეტებითა და დრონებით შეუტია. ინფორმაციას კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაცია ავრცელებს.
კიევის ადმინისტრაციის ცნობით, 2,5 თვიანი პაუზის შემდეგ პირველად, კიევზე იერიში ერთდროულად დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა. საჰაერო თავდასხმა ორ საათს გაგრძელდა.
კიევის ადმინისტრაციის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა თავდასხმა მოიგერიეს, ქალაქში აფეთქებები და დაზიანებები განადგურებული რაკეტებისა და დრონების ნაწილების ჩამოვარდნამ გამოიწვია. დაშავებულებისა და ნგრევის მასშტაბის შესახებ ჯერ ცნობები არ გავრცელებულა.