ბორელი: აშშ-ში ტრამპის არჩევის შემდეგ, ევროკავშირის ბედი მისივე ხელში იქნება

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ევროკავშირის ბედი მისივე ხელში იქნება. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ჯოზეფ ბორელი

ბორელის თქმით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა ამერიკულ საზოგადოებაში ღრმა პოლიტიკური და კულტურული ტრანსფორმაცია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შედეგებს დიდი გეოპოლიტიკური გავლენა ექნება.

„მე არ ვაპირებ სპეკულირებას იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს მან {ტრამპი}, მაგრამ ვიტყვი, რომ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.