BRICS-მა თურქეთს პარტნიორი ქვეყნის სტატუსი შესთავაზა – თურქეთის ვაჭრობის მინისტრი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი BRICS-ის ლიდერთა სამიტს დაესწრო, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეს ყაზანში უმასპინძლა, მას შემდეგ, რაც ანკარამ განაცხადა, რომ ჯგუფის წევრობისთვის ოფიციალური ნაბიჯები გადადგა.

თურქეთის ვაჭრობის მინისტრი

„რაც შეეხება თურქეთის სტატუსს (BRICS-ის) წევრობასთან დაკავშირებით, მათ თურქეთს პარტნიორის წევრობის სტატუსი შესთავაზეს. ეს (სტატუსი) არის გარდამავალი პროცესი BRICS-ის ორგანიზაციულ სტრუქტურაში“,  – განაცხადა ბოლატმა TVNet-თან ინტერვიუში.

ბოლატს არ დაუზუსტებია, მიიღო თუ არა ანკარამ წინადადება.

ერდოღანის თქმით, BRICS-ის ჯგუფი წევრ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაა და არა ანკარას დასავლური კავშირებისა და ნატოს წევრობის ალტერნატივა.

თურქეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ BRICS-ის პოტენციური წევრობა გავლენას არ მოახდენს თურქეთის პასუხისმგებლობაზე დასავლეთის სამხედრო ალიანსის წინაშე.

BRICS-ის ჯგუფმა, რომელიც აერთიანებს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ეთიოპიას, ირანს, ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, სრული წევრობის სტატუსის გარდა ყაზანში შემოიღო „პარტნიორი ქვეყნის“ სტატუსი, BRICS-ის მიერ 23 ოქტომბერს გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით.