“წყლის მიწოდება შეიზღუდება”- „ჯივიპი“ რუსთავში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს

14 ნოემბერს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ახორციელებს.

„ჯივიპი“ რუსთავში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშოები ხრამის სათავე ნაგებობის მეორე აწევის სატუმბო სადგურზე ხორციელდება, რაც ქალაქ რუსთავსა და გარდაბანში, 14 ნოემბერს დღის 15:00 საათიდან – 15 ნოემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდებას შეზღუდავს.

„რეაბილიტაციის ფარგლებში სატუმბო სადგურში მაგისტრალური მილსადენები განახლდება და 13 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა, რაც სატუმბო სადგურის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ხრამის სათავე ნაგებობის სრული სარეაბილიტაციო პროექტის ჯამური ინვესტიცია 8.6 მლნ ლარია.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს, 14 ნოემბერს დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 14 ნოემბერს დღის 15:00 საათიდან 15 ნოემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ქალაქ გარდაბანს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის. ცისტერნების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/lA6JW.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“- ნათქვამია ინფორმაციაში.