აპირებს თუ არა უკრაინა ბირთვული ბომბის შექმნას? – ზელენსკის ოფისში განცხადება გაკეთდა

უკრაინა არ აპირებს ბირთვული ბომბის შექმნას, რადგან ეს არ არის გამოსავალი, რომელიც ფრონტზე სიტუაციას არსებითად შეცვლიდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მიხაილო პოდოლიაკი

„თუ ეს მართლა იქნებოდა გადაწყვეტა, რომელიც ნამდვილად შეცვლიდა იმას, რაც ფრონტზე ხდება, შეიძლება მართლა წავსულიყავით ამაზე, მიუხედავად მთელი იურიდიული და რეპუტაციული სირთულეებისა. თუმცა ეს არ არის გადაწყვეტა, რომელიც ფრონტის ხაზზე არსებით ცვლილებებს გამოიწვევდა“, – განაცხადა პოდოლიაკმა YouTube არხის, РБК-Украина ეთერში.

მისივე თქმით, ფრონტზე ცვლილებებს საკმარისი რაოდენობის იარაღი, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი და ასევე, რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელებაზე ნებართვა გამოიწვევს.

ცნობისთვის, The Times სტატია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ უკრაინას მარტივი ბირთვული ბომბის შექმნა შეუძლია.