ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება – მოსალოდნელია თოვლი, ძლიერი ქარი, მეწყერი

ხვა­ლი­დან ამინ­დი უა­რეს­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, 16 ნო­ემ­ბერს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ რა­ი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, მა­ღალ მთა­ში თოვ­ლი, ზო­გან ძლი­ე­რი. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზო­გან და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი.

“ზღვა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია 4 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მუ­ლი ღელ­ვა. მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მა­ტე­ბა, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო)” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.