ევროკავშირმა უნდა გადახედოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ენერგორესურსებზე ფასების შესამცირებლად, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები ზრდის ენერგორესურსების ფასებს, რაც ხელს უშლის ბლოკის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას.
„ენერგორესურსების ფასები აუცილებლად უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში, ენერგორესურსების ფასები არ დაიწევს“, – აღნიშნა ორბანმა.