ჩრდილოეთ კორეამ, ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ხელმძღვანელობით, ე.წ. კამიკაძე დრონები გამოცადა, – ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა სამხედროებს საჰაერო იარაღის მასობრივი წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დრონების წარმოება სამხედრო თეორიის სასწრაფო განახლებას მოითხოვს.
ჩრდილოეთ კორეულ მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა ხაზი გაუსვა სერიული წარმოების სისტემის შექმნის აუცილებლობას რაც შეიძლება ადრე და სრულმასშტაბიან მასობრივ წარმოებაში გადასვლას.
„ასეთი ობიექტური ცვლილება სასწრაფოდ მოითხოვს სამხედრო თეორიის, პრაქტიკისა და განათლების მრავალი ნაწილის განახლებას“, – ციტირებს ადგილობრივი მედია კიმ ჩენ ინს.