ვლადიმირ პუტინის საქმიანობას რუსეთის მოსახლეობის 79% პოზიტიურად აფასებს

გამოკითხვის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საქმიანობას ათიდან რვა (79%) საკმაოდ კარგად აფასებს და იგივე რაოდენობა (79%) ენდობა მას – აღნიშნულის შესახებ რუსული მედია წერს.

ვლადიმერ პუტინი

როგორც რუსული მედია FOM-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით წერს, გამოკითხულთა უმრავლესობამ (79%) უპასუხა, რომ პუტინი საკმაოდ კარგად უძღვება თავის საქმეს, ხოლო 8% საკმაოდ ცუდად აფასებს მის მუშაობას.

პრეზიდენტისადმი ნდობის შესახებ კითხვაზე, გამოკითხულთა 11%-მა თქვა, რომ პუტინს არ ენდობა.

რუსების ნახევარი (51%) ამბობს, რომ რუსეთის მთავრობა კარგად მუშაობს, 27%-მა საკმაოდ ცუდად შეაფასა მინისტრთა კაბინეტის მუშაობა.

გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებმა (43%) განაცხადა, რომ ხმას მისცემდა ერთიან რუსეთს , 9% რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას.