ჩინეთის პრეზიდენტი – მსოფლიო არეულობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში შევიდა, პროტექციონიზმი ვრცელდება

მსოფლიო არეულობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში შევიდა, პროტექციონიზმი ვრცელდება, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გამართულ აღმასრულებელ დირექტორთა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მსოფლიო არეულობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში შევიდა, უნილატერალიზმი და პროტექციონიზმი ვრცელდება, მსოფლიო ეკონომიკის დანაწილება გაძლიერდა“, – განაცხადა სი ძინპინმა.

მისივე თქმით, „ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ხელის შეშლა, ურთიერთდამოკიდებული სამყაროს იზოლირების მოთხოვნა, ისტორიის კურსის უკან შებრუნებას ნიშნავს“.

ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დღეს პერუში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.