დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე კეროლაინ ლივიტს დანიშნავს

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე კეროლაინ ლივიტს დანიშნავს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კეროლაინი ჭკვიანია, ძლიერია და დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტური კომუნიკატორია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

27 წლის კეროლაინ ლივიტი, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი იყო, აშშ-ის ისტორიაში თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა პრესსპიკერი გახდება.

ასევე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას სტივენ ჩუნი დაიკავებს, რომელიც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის პრესსპიკერი იყო.