„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 55 რაკეტა და 4 დრონი გაუშვა

დღეს, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 55 რაკეტა და 4 დრონი გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის პოლიციის ცნობით, ლიბანიდან გაშვებული რაკეტები ქალაქ ტამრას მახლობლად მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე ჩამოვარდა, რასაც რამდენიმე ცხოველი ემსხვერპლა.

ასევე, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, ჩრდილოეთ ისრაელში ავტომობილები და შენობები დაზიანდა.