უკრაინის ქალაქ კრივოი-როგში ცნობილი რუსი მწერლების ალექსანდრე პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის ძეგლები აიღეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხები ავრცელებენ და შესაბამის ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებენ.
პუშკინის ძეგლი 2023 წელს უკრაინის დედაქალაქშიც აიღეს.
პუშკინის ძეგლი კიევის ივან ბაგრიანის სახელობის (ყოფილი პუშკინის) სკვერში იდგა.
კანონს რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 2023 წლის აპრილში მოაწერა. კანონის თანახმად იკრძალება საბჭოთა და რუსული სიმბოლიკების დამზადება, გავრცელება და გამოყენება.
ამ კანონის აღსრულებისთვის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა ამოიღონ საჯარო სივრციდან ძეგლები, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ იმპერიული პოლიტიკასთან. კანონის თანახმად, სახელწოდებები ეცვლება ქუჩებს, მოედნებს, პარკებს, სკვერებს, გეოფრაფიულ ობიექტებს, რომლებიც შეიცავენ რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკებს.